“სახლში შევედი გავიხადე,დავწექი შესაბამის პოზაში, ფეხებიც გადავწიე და..”

0

გოგონას ანეგდოტად ქცეული ისტორია:
“მე-12 კლასი. სადაცაა სკოლას დავამთავრებთ. დირექტორმა გამოაცხადა, სანამ დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლის, ატესტატს არავის მივცემთო. ასე რომ, იძულებული გავხდით, საავადმყოფოში წავსულიყავით.

ყველა ექიმი ჩამოვიარე და ბოლოსთვის შემოვიტოვე ყველაზე საინტერესო – ნაცხის აღება. შევდივარ კაბინეტში და ვხედავ: ზის ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, სტუდენტი-პრაქტიკანტი. ბედი არ გინდა? – გავიფიქრე.რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე… დუმილია. სრულიად არაფერი ხდება. ვგრძნობ, როგორ მიყურებს ის ვიგინდარა! ჯანდაბაშიც წასულა!
უცბად ჩაახველა და სანდომიანი ხმით მომმართა: “ახალგაზრდა ქალბატონო, რომ იცოდეთ, ნაცხს ყელიდან ვიღებთ!”

Share.