”სეზონზე მიდიოდა სამუშაოთ, წყნარი და კეთილი ბიჭი იყო” – ეს ის 22 წლის ბიჭია, რომელიც გუდაურში სასტიკად მოკლეს… (ფოტოები)

0

გამთენიისას, გუდაურში მოკლული მამაკაცი 22 წლის თამაზ გორთამაშვილია, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა.
მოკლულის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 22 წლის ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი დავით სეთურიძე, რომელიც თვითხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა.

შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: ambavi.cc

Share.