სერიალ “მექალთანეს“ მსახიობების, აფრა სარაჩოღლუსა და მერთ რამაზან დემირის სასიყვარულო ურთიერთობა დადასტურდა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა, რომ გადასაღებ მოედანზე მათ შორის რომანი გაჩაღდა.თურქული მედია აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ აფრა და მერთი გოჩეკში ისვენებენ. ფოტოებში ჩანს ზღვაზე გადაღებული კადრები, სადაც წყვილი ვნებიანად კოცნის ერთმანეთს. აფრამ და მერთმა სერიალის პირველი სეზონის გადაღებები დაასრულეს და ახლა დამსახურებულ არდადეგებს ერთად ატარებენ.
წყარო:elnews.ge