“სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მანქანა დამეჯახა და მიმატოვა, შემდეგ კი…” – თეა წულუკიანი

0

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ნიკოლოზ ხაჩიძის „სხვა კითხვებს“ პასუხობს „რუსთავი 2“-ზე.
როგორც გავრცელებულ ანონსში ჩანს, მინისტრი პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებსაც პასუხობს.
“დღესაც ყურში ჩამესმის, იქნებ დაგადგეს საშველი. ყველასნაირი ქმარი არ მინდა-მეთქი და ამიტომ ვიცდიდი.
მე და ჩემმა მეუღლემ რომ ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ ჩვენ უკვე ველოდებოდით პატარას. ჩემი მეუღლე ჩემზე უმცროსია”, – ამბობს თეა წულუკიანი.

ამავე ანონსში, მინისტრი ამბობს, რომ მან სიკვდილს შეხედა თვალებში.

“დავიყვირე, რომ უბედურება მოხდება-მეთქი. დამეჯახა დიდი მანქანა და რაც მთავარია, შემდეგ მიმატოვა… რა თქმა უნდა, გავიგე ვინ იყო…”, – ამბობს თეა წულუკიანი.
ვიდეო:

Share.