“სიტყვა ვერ შევასრულე, დაგაღალატე..” – ნახეთ მასწავლებელის სულისშემძვრელი პოსტი მეწყერში მოყოლილი 15 წლის მურმან თედორაძის შესახებ(ფოტო)

0

“სისხლი რომ გეყინება… გულისგულში რომ ტკივილით გტკივა… სახელს რომ ვერ დაარქმევ…
სიტყვები რომ გეკარგება… ჩემო ჩემპიონო ბიჭო, ასე მოგმართვადი სამი წლის წინ…. ჯერ კიდევ მე-7 კლასში, ერგეს საჯარო სკოლაში (სამი წლის წინ ნუგზარ ზოსიძე ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი იყო)…
მხურვალე ზაფხულის ცარიელ სკოლაში სიხარულით შემოჯირითდი კაბინეტში:

– დირექტორმასწავლებელო (შენ ხომ ასე მომართვადი) , საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე, ჩემპიონი გავხდი ძალოსნობაშიო, – და ამაყად მომაჩიჩე თასი, მედალი და დიპლომი….
– დირექტორ მასწავლებელო, კიდევ რაღაც გადმომცესო…
– რა, ჩემო ოქროკაცო-მეთქი?

– ფულადი პრიზი… და ორმაგად გამიხარდა…

შემდეგ არ დააყოვნე და აჭარის ჩემპიონი გახდი, ჩემპიონო ოქროკაცო…

…და კიდევ, ჩვენ ხომ ერთად მივიპარებოდით გაკვეთილებიდან სპორტულ დარბაზში ქაზიმ მაწავლებელთან სავარჯიშოდ… შენ ხომ მსოფლიო ჩემპიონად გამზადებდი…

…ისიც მახსოვს, რომ შემეკითხე:

– დირექტორმასწავლებელო, ხომ არ წახვალ ჩვენი სოფლიდან…

– არა, ჩემო ოქროკაცო, მანამ არ წავალ, სანამ შენ მსოფლიო ჩემპიონი არ გახდები… სანამ დიპლომს არ მომიტან წარწერით: მურმან თედორაძე – მსოფლიო ჩემპიონი-მეთქი, და მძლავრი მკლავებით გულში ჩამიკარი..

მაგრამ სიტყვა ვერ შევასრულე… დაგაღალატე… მალე წამოვედი…

ახლა კი, შენ დამაღალატე, ჩემო ოქროკაცო, ჩემო მურამან….

ერგეს ტკივილით ტკივა დღეს სრულიად საქართველოს…

გისამძიმრებთ, ჩემო ტკივილიანო ერგელებო… ახლა კი მე გავაკეთებ წარწერას:

მურმან თედორაძე – მსოფლიო ჩემპიონი ოქროკაცი…“- წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ ზოსიძე.

Share.