„ამ დღის სულ მეშინოდა…
ჯაბა აღარ მყავს…
შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი…
სიცოცხლე შენს გამო მინდოდა…
ჯაბა… ჩემო ერთადერთო…“ – მანანა გვასალია წლების განმავლობაში იბრძოდა შვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 12 წლიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გარდაიცვალა.
ჯაბა ბოჯგუა საპატიმროში ყოფნის დროს მედიკამენტური პრეპარატის მიღების შემდეგ ჩავარდა კომაში და განუვითარდა ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება. ის სახლში გადაიყვანეს და მთელი ამ ხნის მანძილზე ლოგინს იყო მიჯაჭვული.