უამრავი კითხვა გააჩინა. ამ დროისთვის ახალგაზრდას გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული, თუმცა არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი გაიზარდოს. ნარეკვავის დასახლებაში, მეგობრის იუბილეზე დაწყებული კონფლიქტი გიორგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ჩხუბში ის არ მონაწილეობდა. ყველა ვინც მას იცნობდა, გიორგის უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ.
ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც კლუბ “საბურთალოს” შემადგენლობაში თამაშობდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
“მინდა გითხრათ, რომ ძალიან მობილიზებული იყო.
არასოდეს ურთიერთობები არ შეშლია. ყველასთან თქვენობით ლაპარაკობდა, ძალიან თავაზიანი იყო, როგორც სპორსტმენი – პერსპექტიული. ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან… როდესაც “საბურთალო 2”-ში მოხვდა ეს იყო მოტივაცია და ბებოსთვის უხარებია, ბებო, “საბურთალოს პირველში” მოვხვდები მალე და წავალ ევროპაშიო. ძალიან მიზანდასახული იყო” – ასე ახასიათებს გიორგი შაქარაშვილს კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
გიორგი განსაკუთრებით იმ ადამიანებს დააკლდათ, ვისაც მასთან ყოველდღიური შეხება ჰქონდათ. ვერც ერთი მეგობარი გარდაცვლილ ფეხბურთელს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს.
მათ “ტვ პირველი” ესაუბრა და საკმაოდ ემოციური ინტერვიუ ჩაწერა:
“ლურჯი თვალები ჰქონდა ისეთი, რომ ანათებდა”
“თმები ჰქონდა სულ დაყენებული, მაგრამ სავარცხელი და თმის ჟელე სულ უნდა ჰქონოდა ჯიბეში”
“ერთხელ მითხრა, წარმატებას რომ მივაღწევ და ფულს ვიშოვი, მდიდარი არ მინდა ვიყოო, რადგან სხვას არ აქვსო” – იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები.