19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება, დოკუმენტებს შორისაა საქმის ფიგურანტებს შორის მიმოწერები. ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი ქათამაძე ყვება, თუ როგორ გაუსწორდნენ თავდამსხმელები ფიზიკურად.
„ნახე მკლავდნენ ბიჭო, შერყევა არ მაქვს, ტანზე არაფერი მაქვს, ცხვირი გამიტეხეს, ერთი ნაკერი წარბზე მაქვს, ერთი ყურის უკან. თვალი როგორ გადარჩა არ ვიცი. მეგონა, რომ დამბრიდავდნენ. მინდორში ვეძებდი ბიჭო ხომ არ დაბრიდესმეთქი, ის მაგარი ნაცემია მაგრამ სახეზე არა, ფეხში ოდნავ დაჭრეს გასმული აქვს ჯინსი შემოეხა. პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ თავში. თან ბიჭო ორი ვინც ჩვენი ძმაკაცი არაა გაიქცნენ. გაგდებული ჰყავდა კოკო და შევვარდი, მომ… პირი წავიდნენ დაბრუნდნე, რომ დამიჭირეს მე ორი დარტყმა მინდოდა და ვსიო“, – წერს ქათამაძე.