“ტანსაცმლის მიყიდვაზე უარი ვუთხარი გაგიჟდნენ როცა..” – ნახეთ რა მოხდა ავთო ცქვიტინიძის მაღაზიაში

0

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა დიზაინერმა რუსეთიდან ჩამოსულ გოგონებს მის მიერ შექმნილი სამოსის მიყიდვაზე უარი უთხრა და მაღაზია დაატოვებინა.
ამ ფაქტს დიზაინერი ჩვენთან საუბრისას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად შემოვიდნენ. როგორც ავთანდილი ამბობს, მომხდარის მიზეზი მათი მხრიდან, კონსულტანტების მისამართით დამამცირებელი დამოკიდებულება გახდა.

“ინციდენტი დასაწყისში მოხდა, როცა საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივი შემოსვლა დაიწყეს. ახლა, დასტაბილურდნენ. მაშინ, ვერ ხვდებოდნენ, რომ ისინი სხვა საქართველოში მოხვდნენ. მათი დამოკიდებულება იყო – ვიხდი თანხას და მომემსახურე. ჩემი მაღაზიის კონსულტანტებს შეურაცხყოფა მიაყენეს და რა თქმა უნდა, ეს რეაგირების გარეშე არ დავტოვე.

მართალია, ამ რუს გოგონებს თან ქართველი ბიჭიც ახლდა, მაგრამ პროტესტი არ გამოუხატავს, როცა ტანსაცმლის მიყიდვაზე უარი ვუთხარი და მაღაზია დავატოვებინე.

გათამამებულია შეძლებული ადამიანების ნაწილი და თავს ბევრის უფლებას აძლევენ. ახლა, შედარებით ადეკვატურად იქცევიან და მიხვდნენ, რომ წესიერად უნდა მოიქცნენ.

შოკირებულები იყვნენ, როცა ჩემი ნამუშევრების მიყიდვაზე უარი ვუთხარი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემი სივრცე სასწრაფოდ დაეტოვებინათ.” – ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე.
წყარო:

Share.