„იყო შემთხვევა, როდესაც შვილიშვილმა ტელევიზორი წინ მძინარე ბაბუას გაღებულ პირში ჩაუდო ასაფეთქებელი. საწყალმა მოხუცმა ტუჩების და ენის დამწვრობა მიიღო“, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„ყელ-ყურის ექიმის კონსულტაციაც დაგვჭირდა. მისი მდგომარეობა რომ გენახათ, იუმორით ნამდვილად ვერ შეხედავდით ამ ამბავს: ღმერთს მადლობა, რომ ბაბუა სიკვდილს გადაურჩა.
ერთ მამაკაცს თამადობისას მეგობრებმა ჯიბეში ჩაუდეს ასაფეთქებელი. ვიდრე კოსტიუმი არ გამოეწვა და ცეცხლი არ წაეკიდა, სადღეგრძელო არ შეუწყვეტია. მახსოვს, ვკითხეთ, რა სადღეგრძელოს სვამდით ასეთს, ცეცხლმაც რომ ვერ გაგაჩერათ- მეთქი“, – აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე.
წყარო: ufaso.ge