“ტელეფონი არ უნდა გაეხსნათ ადვოკატის გარეშე, ყველანაირ კვალს აქრობენ” – ნახეთ რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა

0

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე – თამარ ბაჩალიაშვილის მამა ფიქრობს, რომ მისი შვილის ტელეფონიდან ინფორმაცია წაშლილია. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გამოძიება საქმეზე კვალის წაშლას ცდილობს.
როგორც ბაჩალიაშვილი აცხადებს, ის გამოძიებას არ ენდობა, თუმცა ნდობას უცხადებს პროკურატურას.

ბაჩალიაშვილების ოჯახი პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას შეხვედრას ისევ სთხოვს.

“ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ტელეფონი, რაც ლეპტოპზე გააკეთეს იგივე დაგვხვდა აქაც. მანქანის თაობაზეც იმედი არ მაქვს. ყველაფერი იქნება წაშლილი, ყველანაირ კვალს აქრობენ…

მე უფრო პროკურატურას, ბატონ შოთაძეს ვენდობი ვიდრე იმათ (შსს-ს). მიხვალ იგივე ზღაპრებს გიყვებიან. ამიტომაც ვთხოვ მთავრობის მეთაურს ჩაერთოს საქმეში, იმის შიში მაინც ექნებათ, ძალა აქვს გახარიას”,-აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

წყარო: geonewest.com

Share.