ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძე გარდაიცვალა.
„თემური იყო უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი, თავისი საქმის პროფესიონალი და ღირსეული პოლიციელი. სამაგალითო იყო მისი სიყვარული ქვეყნისადმი. თემური უდიდესი დანაკლისი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს,“ – წერს ახლობელი.