“უმაგრესი ინფორმაცია,ექიმები მარიამის ცხედარს დედას დაუბრუნებენ..” – ნახეთ როდის გადმოასვენებენ გოგონას ცხედარს საქართველოში

0

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მარიამ გოგიაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი დეტალები გაარკვია.
უწყების ცნობით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვის ცხედარი სამშობლოში რაც შეიძლება მალე გადმოასვენონ.„საქართველოს საკონსულო დაწესებულება ჩართულია პროცესში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. საკონსულოს წარმომადგენლები ამჟამად იმყოფებიან კლინიკაში და ასევე მუდმივ კონტაქტზე არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.“ – ამბობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს დავალიანების სახით კლინიკაში სოლიდური თანხა აქვს გადასახდელი, რაშიც საზოგადოების დახმარების იმედი აქვთ.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს ოჯახს, არ ატანენ მიცვალებულს საავადმყოფოდან. საავადმყოფოს დავალიანება არის 44 000$. თუ არ დავფარეთ, არ გვატანენ ბავშვს, ესაა ჩვენი მწარე რეალობა. მარიამი უნდა დავაბრუნოთ საქართველოს მიწაზე.“ – დაწერა ოჯახის ახლობელმა.

საქართველოს ბანკი

#GE05BG0000000533946920

TBC

#GE17TB7175545061100047

პირადი ნომერი: 59001007864

Share.