“უმშვენიერესი მეუღლე..” – ნახეთ ვინ არის გურამ კაშიას მეუღლე ყველაფერი საქართველოს ნაკრების კაპიტანზე

0

გურამ კაშია 1987 წლის 4 ივლისს, თბილისში დაიბადა. საქართველოს ნაკრების მოქმედი კაპიტანი 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.
როგორ გახდა ფეხბურთელი?“თავიდან არ მქონია ფეხბ­ურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა. შე­მდეგ რაგბი – მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაყოლოდა ამ გზ­ას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბ­ურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ”.ვინ არის გურამ კაშიას უმშვენიერესი მეუღლე- ყველაფერი, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანზე უნდა ვიცოდეთ

კარიერა:

გურამ კაშია 2003–2010 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ამ პერიოდის მანძილზე საკლუბო დონეზე მოგებული აქვს უამრავი ტიტული. კაშია დინამოს პირველ გუნდში 2006-07 წლების სეზონიდან გამოდიოდა. ამ სეზონში იგი ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა, ხოლო მომდევნო სეზონიდან კი გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მოიგო უმაღლესი ლიგა, თასი და სუპერთასი.2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველი იყო. კაშია იყო გუნდის კაპიტანი და 2017 წელს მისი ლიდერობით გუნდმა ნიდერლანდების თასიც მოიგო. 2015 წლის აგვისტოში კაშია დასახელდა ერედივიზიას თვის საუკეთესო მოთამაშედ.2018 წელს შეუერთდა ამერიკულ „სან-ხოსე ერთქვეიქსს“, რომელიც 2020 წელს დატოვა.2021 წლის თებერვალში გახდა თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი.

სანაკრებო კარიერა:

„დინამოს“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს ჯერ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. შემდეგ მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში. მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 2009 წელს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ.2018 წელს კაშიამ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიიღო.UFA-ს თანასწორობის ჯილდო:საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ უეფას #EQUALGAME-ის ჯილდო მიიღო. UEFA-მ მას ეს ჯილდო LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის გადასცა.ამ გადაწყვეტილებას საქართველოში რადიკალური ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტი მოჰყვა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

Share.