რამდენიმე დღის წინ წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, რომელზეც სიტყვით საქართველოს პატრიარქი, ილია მეორეც გამოვიდა.
ილია მეორემ განაცხადა, რომ რეგიონში არსებული უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს მშვიდობისკენ სწრაფვა მისასალმებელია:
“ვითარება არის ძალიან რთული და საშიში – ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.”
„სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს”, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.