ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში, სოფელ საჯავახოში მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 წლის მამაკაცი.“უმძიმესი ავარია მოხდა გუშინ, გიორგობა დღეს სოფელ საჯავახოში. ავტომობილი, ბორდიურს შეასკდა. სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა”, – განუცხადა “სფეისნიუსს” წყარომ.
ასევე გუშინ ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.