უმძიმესი კადრები მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა (ვიდეო)

0

უმძიმესი კადრები სააკაშვილი სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც მიმდინარეობს, სადაც უკვე დაიწყო ექსპრეზიდენტის პროცესი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია “ტელეიმედის” დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ვიდეო:

Share.