”უმძიმესი ტრაგედია, მანქანის ქვეშ იყო, აკეთებდა და… სამი პატარა შვილი დარჩა…” – ახალგაზრდა მამაკაცი ტრაგიკულად დაიღუპა

0

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. 36 წლის დიმა ბუცხრიკიძე სატვირთო ავტომანქანის შეკეთების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს.
„ურეკში, ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში მუშაობდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი იყო. რაღაც დაზიანებულა, შესულა ავტომანქანის ქვეშ, გასაკეთებლად. ამ დროს კი
ნაწილი ჩამოვარდნილა და თავში დაცემია. იქვე გარდაცვლილა. მთელი სოფელი დაზაფრულია. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი დავკარგეთ.

36 წლის დიმა ბუცხრიკიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იმ დღეს ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღე იყო… საუკეთესო ოჯახია, თუკი რამ კარგი შეიძლება, ამ ოჯახზე უნდა ითქვას“ – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი
წყარო:tbilisitv.club

Share.