”უმძიმეს მდგომარეობაშია ბავშვი მასაც ნუ დავკარგავთ, დედაც არ ჰყავს აქ…”

0

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გა­ა­შუ­ქა.
“ძა­ლი­ან მინ­და ისე მი­ვი­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რო­გორც ამას ჩვენ ვა­ცხა­დებთ. ჩვენ ვთქვით, რომ თუ კვლავ გაგ­რძელ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან მუ­ქა­რე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, ვი­სარ­გებ­ლოთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით და მო­ვი­თხო­ვოთ სა­ხელ­მწი­ფო სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა.

ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, ამ ეტაპ­ზე ჩვენ არ ვი­თხოვთ დაც­ვას, მაგ­რამ თუ ასე გაგ­რძელ­და, ეს სა­კი­თხი დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში” – აცხა­დებს ლიკა ბი­ცა­ძე.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კვლავ მძი­მეა. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სახ­ლი­დან არ გა­მო­დის.

“სა­ში­ნე­ლე­ბაა რა ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­და და ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ხომ არ უნდა მიჰ­ყვეს მას უკან მე­ო­რეც?! 18 წლის გო­გოა, მისი ფსი­ქი­კა ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ეტაპ­ზეა და არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი. ხომ არ უნდა გავ­ხა­დოთ იძუ­ლე­ბუ­ლი ცუდ­ზე იფიქ­როს?!

სულ სახ­ლშია, არ გა­მო­დის სახ­ლი­დან. დედა სა­ზღვარ­გა­რეთ ჰყავს და მამა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი უწე­ვენ თა­ნად­გო­მას. ტე­ლე­ფო­ნიც არ აქვს. უნდა ძალა მო­იკ­რი­ბოს, რომ მე­დი­ით გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა თვი­თონ.

სა­ი­დან წა­მო­ვი­და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის თემა, მიკ­ვირს. სრუ­ლი აბ­სურ­დია. მა­მამ გა­და­უ­ხა­და და­ბა­დე­ბის დღე. რა არის ამა­ში გა­საკ­ვი­რი?! ბი­ლე­თე­ბი კი არა, ფუ­ლიც არ აუ­ღია სა­ჩუქ­რად რომ შე­უგ­რო­ვეს მე­გობ­რებ­მა. 50 ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად არ და­უ­პა­ტი­ჟე­ბია. ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცა მი­იყ­ვა­ნა და ასე შე­იკ­რი­ბა ამ­დე­ნი ხალ­ხი”, – უყ­ვე­ბა AMBEBi.GE -ს ად­ვო­კა­ტი.
წყარო: epicentri.club

Share.