“ფეხს დაგაბიჯებს ყველა,ერთი წუთით არავინ დაგინდობს..” – ნახეთ რას ყვება თედო ბექაური თავის ცხოვრებაზე

0

“ცეკვავენ ვარსკლავების” გამარჯვებული და მსახიობი თედო ბექაური გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში “როგორ გადავრჩი“ საკუთარი ცხოვრების მნიშნელოვან პერიოდებზე საუბრობს და მთავარ კითხვას თუ “რა ასწავლა ყველაზე მთავარი ცხოვრებამ“ ემოციურ პასუხს სცემს:
“მასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი – ადამიანის სწორად ამოცნობა, ცხოვრების სირთულეების გადალახვა და ის, რომ სადაც წაიქცევი, უნდა ადგე, თან ძალიან სწრაფად უნდა ადგე, თორემ ყველა გადაგთელავს.

თუ არ წამოდექი, აბსოლუტურად ყველა ფეხს დაგაბიჯებს, ერთი წუთით არავინ დაგინდობს, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ეს გამოცდილი არ აქვთ. სამწუხაროდ ასეა, ვისაც დაცემა გამოცდილი აქვს, ის წამოდგომაში დაგეხმარება, ვისაც არ აქვს გამოცდილი – ის არ დაგეხმარება, თუმცა, შესაძლოა, განცდილიც ჰქონდეს, მაგრამ არ დაგეხმაროს, იმიტომ, რომ რაღაცის შიში აქვს.“, – ამბობს თედო ბექაური.

Share.