ფოტოზე ორივეა, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი და დაქირავებული ქილერიც! – ვის გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი „კრიმინალური ავტორიტეტების” დიდმა შეკრებამ იტალიაში

0

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
თბილისში, ჭავჭავაძეზე მოკლული ბიზნესის ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან 2 თვის შემდეგ, მოკლულის ძმა „კანონიერი ქურდი“ მერაბ ჯანგველაძე და 30-მდე ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იტალიაში შეიკრიბა. მათ შორის ამ შეკრებაზე იყვნენ – ტარიელ ონიანი, „მატევიჩი“, „გურჩიანი“, „ვატია“, „ლავასოღლი“ და სხვები.

შეკრებაზე არ იმყოფებოდა გიორგი ჯოხაძე — პირი, რომლის დაცვის თანამშრომლის ლევანის მკვლელი, გელა უძილაური იყო.

„კრიმინალურ წრეებში“ საუბრობენ, რომ შეკრების მთავარი მიზანი იყო შურისძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამო და მომხდართან კავშირი მქონე პირების „დასჯის“ მექანიზმების შეთანხმება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ შეკრებაზე სატელეფონო ზარით ჩაერთო გავლენიანი კრიმინალური ფიგურა შაქრო კალაშოვი.

„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილ ყველა პირზე, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, ”ნადირობა” გამოცხადდა“ – წერს გამოცემა prime

Share.