“ფრთხილად! უფლის ანგელოზები უკვე საქართველოში არიან უკვე” – ამას არავინ მოელოდა ნახეთ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

0

ლელა კაკულია სოციალური ქსელის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს გთავაზობთ უცვლელად:
ვხედავ, როცა ხალხი სერიოზულად შეხედავს ქართველ წინასწარმეტყველს და იმ უზარმაზარ მასალას, რომელიც მოსულია და კვლავაც მოდის კოსმოსიდან, აი მაშინ მიიღებს შვებას. მანამდე „მამა“ არცერთ შემთხვევაში არ მისცემს შვებას მათ, უარესი და უარესი მოხდება.
მე თვითონ შემეშინდა ამ ხედვისა და სიტყვებისა!
საქართველო მუხლებზე არასდროს დაიჩოქებს. ასეთ რამე არ ვხედავ და არც დამანახოს უფალმა! არც დავინახავ, ვიცი.
საქართველო მიდის იმ პროგრამით, რაც ვიწინასწარმეტყველე ათობით წლის წინ. საქართველო აუცილებლად შევა ნატოში. შავ ზღვაზე ისევ ვხედავ ამერიკულ გემებს. ქართულ დროშებთან ერთად ამერიკული დროშა ფრიალებს.
ვხედავ, ვერავითარი პოლიტიკური ძალა ვერ გადაძალავს ჩემს ქვეყანას. ძალიან ბევრი რამ რადიკალურად შეიცვლება − რადიკალურად!
ფრთხილად! უფლის ანგელოზები საქართველოში არიან უკვე, მის სადარაჯოზე დგანან. განსაკუთრებით კავკასიაა გადაკეტილი.

უცნაურად გეჩვენებათ ეს წინასწარმეტყველება? მაგრამ ეს უცნაურობა კი არა, რეალობაა! საქართველოს რომ უფალი არ სწყალობდეს და ანგელოზთა არმია არ იცავდეს, აქამდე არ ვიქნებოდით.
ჩვენს სამშობლოს ამაზე მეტი გადაუტანია ისტორიულად და ამასაც გადავიტანთ . ამინ!
საქართველო ყოველთვის იყო ძლიერი, მას ყოველთვის ეხმარებოდა კოსმოსი. ყოველთვის მოვდიოდით ჩვენ წარსულში, დღეს აქ ვართ და მომავალშიც მოვალთ!
ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველო ბოლო წუთებს ითვლის. ბოლო წუთებს ითვლის მხოლოდ ის, რომ ყოველგვარი უარყოფითი და ნეგატიური მოაშოროს უფალმა.
ჩემი საქართველო ძლიერია!
ჩემი საქართველო უკვდავია!
ბოროტება დამარცხდება და განიწმინდება ჩემი ქვეყანა. უფლის საცერი იცრება − ნუ გავიწყდებათ! − და გაიცრება ბოლომდე. უფლის მახვილი არ დაგინდობთ საქართველოს მოღალატეებს. ამინ!
მე კი არ გამშვიდებთ, არამედ გეუბნებით იმ რეალობას, რასაც ვხედავ. მე გატყობინებთ მომავალს, ვინაიდან არ მინდა, ჩემმა ხალხმა ინერვიულოს იმაზე, რაც არ მოხდება, რაც გამორიცხულია.
და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: საქართველო ერთ−ერთი ძლიერი ქვეყანა იქნება მსოფლიოში!

Share.