“ფულია აქ მთავარი! რუსეთში ფული რომ იშოვებოდეს, იქნებოდნენ არხეინად და პუტინსაც შეეგუებოდნენ!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

0

“პუტინის რეჟიმს რატომ გაურბიან ე.წ. ნორმალური ან ნორმალურადწოდებული რუსები?..
იმიტომ, რომ ფული აღარ იშოვება თუ იმიტომ, რომ პუტინი აღარ მოსწონთ იმიტომ, რომ ფული აღარ იშოვება? თუ, იქნებ იმიტომ, რომ პუტინი აღარ მოსწონთ?
ჰოდა, ფულია აქ მთავარი!
რუსეთში ფული აღარ იშოვება! დეფოლტის წინაშეა ქვეყანა!
ფული რომ იშოვებოდეს, იქნებოდნენ არხეინად და პუტინსაც შეეგუებოდნენ! არ ეგუებოდნენ თუ რა?
ესაა გენერალური პასუხი კითხვაზე – უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსები საქართველოში…

არა! მასობრივი შემოშვება, ცხადია, არ უნდა მოხდეს! შვიდ ან ოცდასამ მოქალაქეზე არ ვამბობ… მართლა რომ აღარ შეუძლიათ პუტინის ატანა!
და კიდევ – “მე ვიცავ რუსებს (რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები) და რუსკი მირს, რომელიც არ ცხოვრობს რუსეთში! უკრაინელი თუ ქართველი ფაშისტებისაგან”… არ უთქვამს იმ მანიაკს?
არ იტყვის?
აქ შემოსული რუსების 90 % არ შეუთვლის, რომ ჩაგრავენ? რომ რუსული სკოლა არ ფუნქციონირებს? რომ… სერვისს რუსულად ხშირად ვერ იღებენ? რომ ამრეზით უყურებენ?” – ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი.

Share.