ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
პირველ შემთხვევაში დაღუპულია 40 წლამდე ქალი. ის კლინიკა “მედინას” მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როცა შეჯახება მოხდა. შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.
“დაღუპულ ქალს კლინიკა მედინაში ჩვილი ბავშვი ჰყავდა მოთავსებული. მისთვის რძე მიჰქონდა და სამწუხაროდ, ასეთი უბედურება დაატყდა თავს. შეეჯახა მანქანა და ადგილზე დაიღუპა ქალი. კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო” – აცხადებენ ადგილობრივები.