“გოგომ გაიგო რომ საქმრო ღალატობდა,ამიტომ გადაწყვიტა ქორწილის დღეს მისთვის ასეთი რამ გაეკეთებინა..” – ნახეთ გოგონამ ყველას თვალწინ ისეთი რამ გააკეთა ხალხი პირდაღებული უყურებდა

0

ქორწილის დღე ყველაზე მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრებაში. ამ დროს წარმოიდგენ, როგორ დგახართ შენ და შენი მეუღლე და ერთმანეთს სამუდამო ფიცს მისცემთ. თუმცა ეს ამ ამბის მთავარ გმირს არ ეხება, რადგან ყოველთვის არ შეგვიძლია ადამიანების ამოცნობა.
ქორწილის წინა დღეს გოგონა საკუთარ მეგობართან ერთად თავისუფლების ბოლო დღეს აღნიშნავდა, როცა მის ტელეფონში ახალი შეტყობინება დაფიქსირდა. მომავალმა პატარძალმა იფიქრა, რომ შეტყობინება მის ქორწილს უკავშირდებოდა და ეგონა, რომ გაბედნიერებას ულოცავდნენ. თუმცა ტექსტის წაკითხვის შემდეგ მას ელდა ეცა, რადგან ამ შეტყობინებას მისი საქმრო სხვა ქალს სწერდა.

გოგონამ მიიღო რამდენიმე “სქრინშოთი”, სადაც მისი საქმრო დასცინოდა და სხვა ქალთან აბუჩად იგდებდა.

“ამ შაბათ-კვირას, მხოლოდ მე და შენ. ცხელი ორი დღე გველის. გელოდები”, “შენი ტანი წარმოუდგენლად ლამაზია და იცი, როგორც უნდა გამოიყენო. ნეტა ჩემს საცოლეს შენი სხეულის მიმზიდველობის ნახევარი მაინც ჰქონდეს”, – სწერდა კაცი საყვარელს.

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, გოგონა ვითომ ბედნიერი იყო და მოვიდა საეკლესიო ცერემონიალის დროც. როდესაც მღვდელმა სიყვარულის ფიცის გამეორება ითხოვა, გოგონამ მის ნაცვლად საქმროს შეტყობინებები ყველა სტუმრის თვალწინ წაიკითხა და დაქორწინებაზე საჯაროდ განაცხადა უარი.

მისი თქმით, საყვარელი ადამიანი არ ყოფილა ის, ვინც ეგონა და იმედი გამოთქვა, რომ სხვასთან იქნებოდა ბედნიერი, ვინც არ მოატყუებდა და უღალატებდა.

ფიქრობთ, რომ გოგონამ მამაცი ხასიათი გამოავლინა? თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას?

Share.