“ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..” – ნახეთ ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიას განმარტება

0

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“.
ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორი ფორმა.
„სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ბრძანა – „ქრისტე აღდგაო“ (-ს-ს გარეშე!!!);

იქნებ მისი მაინც ისმინოთ, ჩემი თუ არ გჯერათ??? …
რადგან ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II“, – წერს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია.

Share.