“ღამით 17 წლის ბიჭმა დედა მოკლა,მამა ბიძა და მამიდა მძიმედ დაჭრა..” – ნახეთ თურქეთში შემზარავი დანაშაული მოხდა

0

თურქეთში, ფათიჰის რაიონში 17 წლის არასრულწლოვანი საკუთარ ოჯახს დანით თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად, დედამისი გარდაიცვალა, მამა, ბიძა, მამიდა და ბაბუა კი მძიმედ არიან დაშავებულები.ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევა ღამის 3 საათზე მოხდა. არასრულწლოვანმა სამზარეულოს დანით ჯერ მძინარე დედა მოკლა, შემდეგ კი, იმავე იარაღით, ოჯახის სხვა წევრებს დაესხა თავს.

როგორც თურქული მედია წერს, დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს, ხოლო 17 წლის ახალგაზრდა პოლიციამ უკვე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური აშლილობა აქვს.

როგორც ცნობილია, აწ გარდაცვლილი, სავარაუდო მკვლელის დედა ადგილობრივი საშუალო სკოლის დირექტორი იყო.

წყარო:reporter24.live

Share.