“ღმერთო რა ვნახე ეს შეძრული ვარ,ვერ აღვწერ ენით..” – ნახეთ ამ წუთებში უმძიმესი კადრები გავრცელდა

0

„ფეისბუქზე“ სოციალური ქსელის მომხმარებელი ივანე როსტიაშვილი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ტბაში გადაგდებულ ძაღლს ფეხები აქვს შეკრული.
„დღეს დილას წავედი სათევზაოდ და მხვდება სურათი: ტბაში ძაღლი იხრჩობოდა. საცოდავი სანახაობა იყო. ენით ვერ აღვწერ, ხან საით ვეცი, ხან საით წყალში შესვლა შეუძლებელია. ბალახები და ჭაობია. ძაღლი სულს ღაფავდა უკვე. ვეცი ანკესს, გადავაგდე და როგორც იქნა გამოვიყვანე ნაპირზე ანკესისა და „ლაფატკის“ დახმარებით. ფეხები აქვს შეკრული ძაღლს.

მაინტერესებს სად იბადებიან და იზრდებიან ასეთი არაადამიანები. ემოციებისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ბოლოს გადავიღე, რომ იქნება ნახოს, სადღაც შეხვდეს და საკუთარ საქციელზე დაფიქრდეს. დაფიქრდით, ადამიანებო, ნუ კარგავთ ადამიანობას“, – წერს ივანე როსტიაშვილი.

Share.