“ოთხი ჩვევა, რომელსაც დამღუპველი გავლენა აქვს თავის ტვინზე..” – ნახეთ ეს საინტერესოა

0

საკმაოდ ხშირად ჩვენ გაუთვითცნობერელბად ვაყენებთ თავის ტვინს უდიდეს ზიანს, რამაც სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ეს ორგანოა პასუხისმგებელი ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე აბსოლუტურად ყველა პროცესზე. მისი მუშაობის დარღვევა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის.
4 ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვენა, რომელსაც დამანგრეველი გავლენა აქვს თავის ტვინზე
1. გამოუძინებლობა

ძილის უკმარისობა შეიძლება იქცეს დემენციისა და ალცჰეიმერის განვითარების მიზეზად. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ამ დროს რეგულირდება ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პრაქტიკულად ყველა პროცესი. თუ დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 8 საათს არ გამოიძინებთ, თავის ტვინის მუშაობის დარღვევა გარდაუვალი იქნება. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლს, კოფიენსა და ელექტრონულ მოწყობილობებს დაძინებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე, რათა არ შეგექმნათ ძილთან დაკავშირებული პრობლემები.

2. არ ურთიერთობთ საკმარისად სხვა ადამიანებთან

ადამიანი სოციალური ქმნილებაა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენი მეგობარი გყავთ სოციალურ ქსელში, მთავარია – რამდენად ხშირად ურთიერთობთ ხალხთან რეალურ ცხოვრებაში. რეალური შეგრძნებები, სასიამოვნო საუბრები და დროის სასიამოვნოდ გატარება მეგობრების გარემოცვაში აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ თავის ტვინის მუშაობის დარღვევა. ცეკვა, ფეხბურთი, ჩოგბურთი, ჭადრაკი, ინტელექტუალური თამაშები, სასიამოვნო საუბრები – ის, რაც ყველა ადამიანს ძალიან გვჭირდება.

3. ზედმეტად ხშირად მიირთმევთ არაჯანსაღ საკვებს

ტვინის ის მიდამოები, რომლებიც პასუხისმგებელია ჩვენს მეხსიერებაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სწავლის უნარზე, საგრძნობლად ზიანდება არაჯანსაღი საკვების ხშირი მირთმევის შედეგად. გამორიცხეთ კვების მენიუდან ჰამბურგერები, კარტოფილი ფრი, ჩიფსები, უალკოჰოლო გაზირებული სასმელები და სხვა მავნე საკვები, რათა თავიდან აირიდოთ თავის ტვინის დაზიანება.

მიირთვით დიდი რაოდენობით კენკრა, მთელი მარცვლებისაგან მომზადებული საკვები პროდუქტები, თხილეული, მწვანე ბოსტნეული დ ხილი, რათა შეანელოთ თავის ტვინის დაბერების პროცესი და თავიდან აირიდნოთ ნაკლებად სასიამოვნო შედეგები.

4. ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი

სპორტი აუცილებელია რა მხოლოდ ჩვენი ფიზიკური, არამედ სულიერი ჯანმრთელობისთვისაც. რაც უფრო პასიურად ცხოვრობს ადამიანი, მით მეტია თავის ტვინის დემენციისმ დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკი.

მარათონის გარბენა სულაც არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ გაინაჯსაღოთ სხეული. ერთი საათით სუფთა ჰაერზე მეგობრებთან ერთად სეირნობა, ველოსპორტი, ცურვა, ფეხბურთი, ცეკვა და პერიოდულად სპორტ-დარბაზში სიარული გაგიჯანსაღებთ მთელ სხეულს, მათ შორის გაგიუმჯობეს ტვინის მუშაობას.

თავის ტვინის დაზინებისა და მუშაობის დარღვევის პროფილაქტიკისთვის აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები. იკვებეთ სწორად, ავარჯიშეთ გონება და სხეული რეგულარულად, რათა შეძლოთ ჯანმრთელობისა და სიმხნევის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება.

Share.