“ყელი გამოჭრა მისი შვილების თვალწინ..” – ნახეთ თბილისში დიდი ტრაგედია დატრიალდა

0

თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
„ქმარმა შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა ავტობუსში, არ ვიცი ცოცხალია თუა არა“, – წერს თვითმხილველი ზაზა კოშკაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო:ambavi.club

Share.