ორი დღეა “რუსთავი 2“-ზე დილის და “შუადღის“ გადაცემები არ გასულა. AMBEBI.GE დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ჟურნალისტების პროტესტს. პირველად დილის გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს, ანი გიუნტერს დავუკავშირდით, რომელსაც ჩვენი ზარი გაუკვირდა.– გუშინ ძმის შვილი შემეძინა, ღამენათევი ვარ. საერთოდ პარასკევობით ვარ ეთერში და ჯერ არ დაგვიგეშავს, არ მივსულვართ სამსახურში. არავინ წამოვსულვართ, გიდასტურებთ, რომ სიმშვიდეა.
თიკა ფაცაცია ერთ-ერთია “რუსთავი 2“-ის სახეებიდან, რომელიც მიმდინარე აქციებიდან ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ერთ-ერთ “სთორიში” მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქართველი გოგონა BBC-ს აქციიდან კომენტარს აძლევს, თიკა კი წერს: “ნათელი გონება და თავისუფალი სული…”
თუმცა რატომ არ იყო ეს დღეები ეთერში, ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.
თიკა ფაცაცია:
– დარეკეთ პროდიუსერთან, მე გადაღებაზე გავდივარ და ბოდიში, უნდა დაგემშვიდობოთ.
დილის გადაცემის პროდიუსერმა მარიამ მეჟლუმიანმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ არხიდან არცერთი წამყვანი არ წასულა.
მარიამ მეჟლუმიანი:
– იქიდან გამომდინარე, კურიერის სპეციალური გამოშვება როგორ იქნება, წინასწარ არ ვიცით ხოლმე, გავალთ თუ არა ეთერში.