უმძიმესი ინფორმაცია ახალხანს გავრცელდა. ტირის მთელი ერი. რუსთაველის თეატრი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. ნახეთ რა ინფორმაცია გავრვცელდა ამ წუთებში.
“რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!” – ვკითხულობთ თეატრის “ფეისბუქგვერდზე”.
81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე. ამის თაობაზე ინფორმაციას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი ავრცელებს.
“დღეს ძმები ახლიდან მომიკვდნენ! გოგი გარდაცვლილა ხარაბაძე… თამაზის სიკვდილის მერე ისე არავინ დამდგომია გვერდში, როგორც ეს გოგიმ გააკეთა. დღეს მე მესამე ძმა მომიკვდა… ცრემლები მახრჩობს… რა ძნელი ყოფილა მწუხარების ფურცელზე გადატანა… სიტყვები არ მყოფნის… ნახვამდის ჩემო ძმაო, იქ შეხვედრამდე…” – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი მწერლების ოთარ და თამაზ ჭილაძეების და თინა ჭილაძე.