რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდი, საავადმყოფოს ექიმის, ანესთეზიოლოგ მაია იაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაია იაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 წელზე მეტხანს მუშაობდა:
„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ექიმ ანესთეზიოლოგ – მაია იაშვილის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი მაია 45 წელზე მეტი ღირსეულად ემსახურა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და განსწავლულობით.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას!“, – წერია ინფორმაციაში.
ექიმის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კომენტარებით ეხმიანებიან მოქალაქეებიც:
„ამაყი ვარ, რომ ვიცნობდი ამ უსაყვარლეს, ნიჭიერ, კეთილშობილ და საოცარ ადამიანს, ძალიან დამწყდა გული, ნათელი მის სულს“;
„სიკეთით სავსე ადამიანი, არაჩვეულებრივი ექიმი, დიდი დანაკლისია რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის“;
„უკეთილშობილესი ადამიანი, გულისხმიერი ექიმი და კოლეგა“;
უკეთილშობილესი, უანგარო პიროვნება, ბრწყინვალე ექიმი“, – წერენ მოქალაქეები.