“ყველაფერს ეს ადამიანი ჩაუდგება სათავეში და..” – ნახეთ ვინ შეცვლის პუტინს,რას ამბობს კაკულია

0

რამდენიმე დღის წინ, Dailymail-ი წერდა, რომ „პუტინი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს და FSB-ის ყოფილ უფროსს ნიკოლაი პატრუშევს საომარი მოქმედებების ხელმძღვანელად წარადგენს, რათა კონტროლი აიღოს შეჭრაზე, სანამ ის დანის ქვეშ იმყოფება“.
ამ ფაქტს, სოციალურ ქსელში ლელა კაკულია ეხმაურება:„ამ ყველაფერში საინტერესო ისაა, რომ გენერალი ნიკოლაი პატრუშევი პეტერბურგელია. თუ რატომ გვეჩვენა ეს მომენტი საინტერესოდ, ამას ქალბატონ ლელა კაკულიას ადრინდელი წინასწარმეტყველებებით შეგახსენებთ. მერე კი მოვლენების განვითარებას ერთად დავაკვირდეთ.

2006 წელი, 22 მარტი
რუსეთში პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი გენერალი.

2008 წელი, 13 ივლისი
პუტინის „მეფობა“ მის ახლო გარემოცვასაც აღარ სურს, იმიტომ, რომ ექსპრეზიდენტმა მათ უღალატა და მისი ძალაუფლების გამყარების შემთხვევაში, ისინი განადგურდებიან.

მოკლედ, დიდი ინტრიგების პერიოდები ელით რუსებს. ყველაფერს სათავეში ჩაუდგება რუხი გენერალი, რომელსაც ძალიან გამჭოლი ხმა აქვს. იგი გამოცდილი კადრია, არაფერი ეშლება. ძლიერი გუნდი იკვრება მის ირგვლივ და იწყებენ ბრძოლას. მათ პუტინის მოშორება აქვთ ჩაფიქრებული და დაიწყებენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. მოდის ძალა, რომელიც პუტინს უნდა ჩაენაცვლოს და ჩაენაცვლება კიდეც. აი აქ, ამ გენერლის მეშვეობით მოიქნევს „მედვედი“ ცხოვრებაში პირველად თათს.

რუსეთის მთავრობაში იქნება დიდი ცვლა. მოდის ახალი ხალხი. ყველაფერი იცვლება, განსაკუთრებით კი რუსული პოლიტიკის კურსი. ამინ!

2011 წელი, 15 სექტემბერი

პრეზიდენტი რუსეთისა მოდის ისევ პეტერბურგიდან. იგი გამოცდილი გენერალია. ერთი რამ უნდა აღვნიშნო: მისი დამორჩილება არც ისე ადვილია, თითქმის შეუძლებელია. ის საკმაოდ განათლებული, შემსრულებელი პიროვნებაა. იგი სხვის დაკრულზე იგი არ იცეკვებს. ასე რომ, ფრთხილად, იგი ბევრს გაუცრუებს იმედებს.

2011 წელი, 19 ოქტომბერი
პუტინი იგრძნობს, რომ მხარდამჭერები — ძლიერი მხარდამჭერები დაკარგა და ისინი არაფერს კარგს არ მოიმოქმედებენ. და იგი იწყებს ძველ თამაშს: როგორც ახლანდელი პრეზიდენტი მოიყვანა თავისი გარემოცვიდან, იგივე გაიმეოროს და მოიყვანოს „კაცი პეტერბურგიდან“.

დიახ, ვიმეორებ ადრე ნაწინასწარმეტყველებს: რუსეთის პრეზიდენტი იქნება პეტერბურგიდან. იგი ძლიერი პიროვნებაა. სხვათა შორის, ბევრი დადებითი თვისებები აქვს წინამორბედებთან შედარებით.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ვხედავ, პეტერბურგელი გენერალი ძალიან რთულ და სახიფათო გადაწყვეტილებებს მიიღებს და მას პუტინის მომხრეებიც კი მოსთხოვენ ამ პოლიტიკის გატარებას. თუმცა, ვხედავ, რომ გენერალი მათი მოთხოვნის გარეშეც გადადგამდა ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც მთელი რუსეთი დემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს. ასევე სხვა სახელმწიფოებიც.

ეს ნაბიჯი კი ის არის, რომ ძლევამოსილ პუტინს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს — არც პრეზიდენტობა და არც პრემიერობა!

ეს სენსაციაა? ჩემთვის არა. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. ჰოდა, ახლოსაა პუტინის ბოლოც — წასვლა პოლიტიკიდან! იგი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე დიდი დარტყმაც ვიწინასწარმეტყველე…

2020 წელი, 1 ივლისივხედავ, რუსეთში მოდის გენერალი — სამხედრო გადატრიალება,“ – წერს ლელა კაკულია.

წყარო: dainteresdi.club

Share.