“ყველა მშობელმა უნდა ნახოს,მოარიდეთ ბავშვები ამ ტკბილეულს..” – ნახეთ რა აღმოაჩინეს ტკბილეულში

0

ბავშვებისთვის საყვარელ შოკოლადის კვერცხებში – Kinder Surprise-ში სალმონელას ჩხირი დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს – ამ სკანდალურ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სურსათის სტანდარტების სააგენტოს (FSA) რეკომენდაციაა, ბავშვები 2022 წლის 11 ივლისიდან 7 ოქტომბრამდე დამზადებულ Kinder Surprise-ს მოარიდოთ.
Kinder Surprise-ის ნაკრები (150გრ), მინი კვერცხები (75გრ), Kinder შოკობონები (200გრ) და Kinder Surprise (100 გრ) პარაზიტოლოგების კვლევის ქვეშაა.

Ferrero-მ, რომელიც Kinder-ის შოკოლადებს აწარმოებს, განაცხადა, რომ “პრევენციული გადაწყვეტილება” მიიღო, გაყიდვიდან ნებაყოფლობით ამოიღებენ ამ პროდუქტებს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

შოკოლადის მწარმოებელი კომპანია ასევე აცხადებს, რომ გასაყიდად გამოშვებულ Kinder-ის არცერთ პროდუქტში სალმონელას ჩხირი არ აღმოჩენილა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამ საკითხს “უკიდურესად სერიოზულად” ეკიდება.

“კომპანია უკიდურესად სერიოზულად ეკიდება სურსათის უვნებლობას და ჩვენ გულწრფელად ვიხდით ბოდიშს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენმა მუდმივმა ერთგულებამ მომხმარებელთა ზრუნვისადმი განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ნებაყოფლობითი ამოღება გასაყიდი დახლებიდან”, – ამბობს სპიკერია.

FSA-ში კი აცხადებენ, რომ თუ მომხმარებელს აღნიშნული შოკოლადები უკვე შეძენილი აქვს დასახელებული პარტიებიდან, არ უნდა მიირთვან.

მათ ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ Ferrero-ს თანხის სრული დაბრუნებისთვის.

პროდუქტები თაროებზე აღარ იქნება და მაღაზიებში სპეციალური შენიშვნების აბრა მომხმარებლების გასაფრთხილებლად განთავსდება.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 63 ადამიანი, ძირითადად მცირეწლოვანი ბავშვები სალმონელით დაინფიცირდნენ, რაც Kinder Surprise-ის მირთმევას უკავშირდება.

FSA-მ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ამ ჩხირით გამოწვეული ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა, შემთხვევების უმეტესობა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში დადასტურდა.

გამოძიებას ამ დრომდე დიდი ბრიტანეთის, შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოები ხელმძღვანელობდნენ.

ევროპის ჯანდაცვის სააგენტომ კი განაცხადა, რომ უწყება ასევე, სალმონელას საეჭვო შემთხვევებს იკვლევს, რომლებიც დაკავშირებულია შოკოლადის მიღებასთან და ეს სულ მცირე ცხრა ქვეყანაში ხდება, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში.

ევროპის ჯანდაცვის სააგენტო არ აკონკრეტებს შოკოლადის მწარმოებელს, რომლითაც მოზარდები მოიწამლნენ.

ევროპაში დაფიქსირებული შემთხვევები ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა.
წყარო:dainteresdi.club

Share.