“ყველა ოჯახის წევრი გარდაცვლილა,იმიტომ ვწერ ახლა ამ ამწავს..,საოცრად ლამაზი გოგონა იყო. შეაცდინეს და ამ ოჯახში ამშობიარეს. ერთი კვირის შემდეგ აკვანი ცარიელი დამხვდა გოგონა კი სახეწაშლილი.

0

ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში ერთ ამბავს იხსენებს, რომელიც მას გადახდა თავს დიდი ხნის წინ. ამბავი ძალიან სამწუხაროა.“ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილია და ამიტომ ვწერ ამ ამბავს. ქობულეთში ერთ ოჯახს ვიცნობდი. ასაკოვანი ცოლქმარი ცხოვრობდა მარტო.
ხანდახან სტუმრად დავდიოდი მათთან. ალბათ 17 ან 18 წელი იქნება გასული. ყავას ვსვამდით, ვსაუბრობდით და მერე მივდიოდი მე სახლში.ერთხელ მივედი და აკვნით ულამაზესი ბავშვი დამხვდა. ულამაზესი გრძელი თითებით, ქათქათა, ულამაზესი ზღვისფერი თვალებით.

მზე იცქირებოდა აკვნიდან და იღიმოდა თოთო ბავშვი. იქვე ახალგაზრდა ულამაზესი გოგო იყო. მაღალი, საოცარი სილამაზის.

ყბა რომ ჩამოგივარდებოდა და საათობით ყურება რომ არ მოგწყინდებოდა. მასპინძელმა როცა დავიმარტოხელე მითხრა რომ გოგო ჩოხატაურიდან იყო. შეაცდინეს და ჩუმად ამშობიარეს. ერთი კვირის შემდეგ როცა მივედი აკვანი ცარიელი დამხვდა…
ყბის ჩამომგდები სილამაზის ის მაღალი გოგო კი სახე წაშლილი”..

წყარო :bbcnews.ge

Share.