“ყველა შეძრულია მისი გარდაცვალებით, გულდაწყვეტილი ვართ…” – ნახეთ მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ძალიან სამწუხარო ამბავს ავრცელებს

0

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს ავრცელებს, წერს, რომ გარდაიცვალა სვანური სიმღერების უბადლო მცოდნე ენვერ ქალდანი.
“სამწუხარო ამბავი შემატყობინეს სვანეთიდან. გარდაიცვალა ძალიან დიდი ქართველი, სვანური სიმღერის შესანიშნავი მცოდნე და შემსრულებელი ენვერ ქალდანი. ძალიან მიყვარს სვანეთი. ხალხი, ფოლკლორი, ეთნოგრაფია და ა.შ.

ჩემი ეს დიდი სიყვარული ადამიანების დამსახურებაა და ერთერთი პირველი ენვერ ქალდანი იყო. გულდაწყვეტილი ვარ მისი გარდაცვალებით. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ ენვერს დიდი ეროვნული საქმისთვის. სიცოცხლის ბოლო წუთამდე რომ უანგაროდ ემსახურებოდა ჩვენს სამშობლოს”.

Share.