“ყოფილ ცოლთან გაშორების შემდეგ აღარავინ შეჰყვარებია, ვერ მოასწრო..” – ნახეთ

0

ჟურნალი „სარკე“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ამონარიდს მამუკა ონაშვილთან წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, როგორი აუცილებელია მამაკაცისთვის ოჯახი„კაცისთვის ოჯახი აუცილებელია. დედა სხვა არის, მამა – სხვა, დები – სხვა, შენი პირადი და ოჯახი კი არის სულ სხვა, მაგრამ ასე მოხდა. არ ვიცი, სად გავარდა წლები. ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა „მოდი, ხვალ“-ის ძახილში.

არც ახლაა გვიან. სიყვარულს ასაკი არ აქვს. იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძებნა დავიწყო. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, კი ბატონო, სიამოვნებით…“, – ამბობდა მამუკა ონაშვილი.

ცნობისთვის, 30 ივლისს ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მომღერალი მამუკა ონაშვილი და კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა სრულიად საქართველო.
წყარო:daqali.club

Share.