”შაქარას მამა უმძიმეს მდგომარეობაშია, ვერ გამოდის მდგომარეობიდან…” – მირიან ნიკოლაძემ ახლახანს სულისშემძვრელი განცხადება გააკეთა

0

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ სრულიად საქართველო შეძრა. დღემდე არსებობს ბევრი კითხვა ამ საქმის მიმართ და ინტერესი მით უფრო იმატებს. სწორედ მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რატომ არ ჩნდება გიორგის მამა ლევან შაქარაშვილი „პრაიმტაიმმა“ ამ კითხვით მირიან ნიკოლაძეს მიმართა.

როგორც მირიან ნიკოლაძე საუბრობს, გიორგის მამა, ლევან შაქარაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

„ლევანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და უმძიმეს მდგომარეობაში გვყავდა და გვყავს კიდეც. ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან. დღესაც ვერ გამოდის და ვერ უტყდება თავის თავს იმაში, რომ შვილი აღარ ყავს, ძალიან მძიმედაა და ვაბრუნებთ ამ ქვეყანას.

თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი მამის კონტაქტი ან ტელევიზიასთან ან საზოგადოებასთან? აი ამას ვუყურებ ყოველ დღე და ამ ფონზე მიწევს დავდგე და კომენტარები ვაკეთო“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ მირიან ნიკოლაძე.
წყარო: epicentri.club

Share.