“მარტივია ადამიანის ლანძღვა და განსჯა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით.
ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ, ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!
ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძვლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ.
ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა” – წერს ხატისკაცი “ინსტაგრამზე”.