ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი, ანა შიმშილაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“#არგრცხვენიათ?
აი, ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს ტიკარაძეს და ნიშნისმოგებით საუბრობს გამყრელიძეზე!
მაჩვენეთ ქვეყანა, რომელმაც იცოდა ან იცის რა გააკეთოს უკეთესად!
მაჩვენეთ ქვეყანა – რომელმაც გააკეთა უკეთესად!
ჯერ იყო და დასცინოდნენ, რა ტრანსპორტს რეცხავს და რა პირბადეო, რა სიცხეებს ზომავსო- ეს ხდებოდა მაშინ, როცა არც ერთი სხვა სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და მიტომ გავრცელდა სხვაგან ძალიან!
არა და ეს რომ არ ექნა- შტურმით აიღებდნენ სამინისტროს და ჯვარზე გააკრავდნენ.
ახლა რატომ მეტი არ გააკეთაო!
დედააა, გამყრელიძე რა საყვარელიაო!
ახლა, ახია მაგაზეო!
კაცი კიდევ გამოდის და გიღიმით, კითხვებზე გპასუხობთ!
ხალხოოო? ხომ არ გაჟრიალებთ?
თუ გაჟრიალებთ და წადით სიცხე გაიზომეთ და ტესტი გაიკეთეთ!
ყოჩაღ ტიკარაძე!
რომელმა წინამდებარე მინისტრმა გადაიტანა ასე მოკლე დროში ამდენი რამ ქვეყანაში, სამი დღის დანიშნული იყო თვალებისთხრის აქცია რომ ჩაიბარა და ავადმყოფები! ყველაფერს გაუძღვა!
ახლა ეს ეპიდემია!
ძირგამოღრღნილი ბიუჯეტით ჩაიბარა და კურუპირებული სისტემით სამინისტრო!
შეებრძოლა და ებრძვის კორუპციას!
ჟურნალისტებს გაურბისო!
მინისტრი გინდათ თუ კამერებთან მოტრიალე და მოკეკლუცე ქალი.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ახლა ვნახე მგონი პირველად ეკრანებთან.
თუ თავად გაწვეს საზღვარზე?
ზოია კოსმოდემიანსკაა ტანკს გადაეფაროს?
და ჩვენ?
ჩვენ რას ვაკეთებთ?
ვიცინით!
ვქირქილებთ!
ვჭორაობთ!
იტალიაში დავფრინავთ!
ვბრუნდებით და
“გვკიდია” საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა!
პრიჩოსკაზე დავცინით ტიკარაძეს!
ვისი რა საქმეა როგორ დაივარცხნის ეგ გოგო თმას!
დავარცხნილი რომ გამოდის არ გიკვირთ ჩვენს ხელში??
ამ გამყრელიძეზე რასაც ვკითხულობ ხომ საერთოდ…
ბოროტებაა!
კაცს ერთი შვილი დაღუპული ყავს, მეორეს ვირუსი შეეყარა!
#არგრცხვენიათ?
მე მრცხვენია!
კორონა წავა, ეშველება, მაგრამ აი ამ ტანში და ტვინში ჟრიალს რა ეშველება, რა ?
სადაა ჩვენი თვითშეგნება და თვითპასუხისმგებლობა?
სადაა ჩვენი კულტურა?
პ.ს.
და გამოხედვაც არ უვარგაო ტიკარაძესო…
გადამრევს ეს ხალხი, რა დროს გამოხედვაა!
ჯანდაცვას რომ ეტაკეთ, (ეს ზოგადად), ჯანდაცვამდე განათლების სისტემაა, პირდაპირ ექიმად ვერავინ იბადება, ოჯახს და სკოლას გადის ჯერ !
და რას ვაძლევთ ოჯახში შვილს?
სკოლაში ბავშვს?
ტიკარაძის მსგავსად არავინ გაულანძღავთ!
(ჩვენი წინაპრები ანატირში (შატილი) აკლდამებში შედიოდნენ, თავად ცილდებოდნენ ავადმყოფები ჯანმრთელებს, თავს იმარხავდნენ!!!!
ჩცენ “პერო იტალიანო”-თი დავფრინავთ და გვიხარია, ამ ჯადისნური პეროთი კი ვავრცელებთ ავადმყოფობას… ფუუუუ!)- და ტიჯარაძეა ცუდი და ახია გამყრელიძეზე?
………
ხო, მართლა, პირბადეები არ იშოვებაო, აქ კაკუნს, იყიდეთ სველი სალფეთქები, ამოალაგეთ სათითაოდ და გამოჭერით პირბადეებად! შესანიშნავი პირბადე კეთდება”