ბათუმში მოზარდი ზღვაში დაიხრჩო – გარდაცვლილი 12 წლია საბა თებიძეა. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:
“ზღვაში დაიხრჩო, გლოვობს ჩემი ბათუმი 12 წლის საბა თებიძეს. მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.
ღმერთო, ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთო, რატომ დაუშვი ასეთი საშინელება. როგორ ძალიან ვწუხვარ, ნათელში განისვენე საბუკა, შენ ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
წყარო:statiebi.club