მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე.
მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად, 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
სამივე მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
წყარო: gazeti.club
შემზარავი ავარია კახეთში – შემთხვევის შედეგად, ახლაგაზრდა მამა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ
0
Share.