”შენზე უსირცხვილო კაცი არ არსებობს, დიდი ხანია გიცნობ… ახლა ყველაფერს ვიტყვი შენზე, რაც ხალხმა არ იცის…” – ნიკა გვარამიამ ახლახანს გიორგი შაქარაშვილის ბიძაზე ყველაფერი გაამხილა

0

ნიკა გვარამია, სოციალური ქსელით პასუხობს მირიან ნიკოლაძეს, გიორგი შაქარაშვილის ბიძას, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ “მთავარს” ამ საქმის პოლიტიზირება სურს:
“ბოდიში, მაგრამ ამ კაცს გონია, რომ მას ვგულისხმობდი სიაში მოხვედრის ან კონვერტის მიტან-მოტანაში, ან ჩემი მეგობარი მას ვუწოდე? კაცს, რომელთანაც წლებია კონტაქტი არ მაქვს და საერთოდ არ ველაპარაკები? ან ეს რა ტექსტი დაუწერია, შეკითხვების დასმა რომ აგვიკრძალა და შეუსაბამობაზე მსჯელობა?

აქამდე მასზე ხომ არაფერი დამიწერია ან მითქვამს? ახლა მოვყვეთ: ეს კაცი ჩემი ჯგუფელია. იყო ძლივს სამოსანი უნივერსიტეტში, მერე ანზორ ბალუაშვილის მრჩეველი და იმდროინდელი პროკურატურის სპიკერი. უკვე ჩემი პროკურატურაში მუშაობის დროს მემათხოვრებოდა დანიშვნას, ცხადია, უშედეგოდ. მერე გახდა ყველაზე გულისამრევი ქოცი. სრულიად წარუმატებელი ადვოკატია და ყველაფერზე ემათხოვრებოდა ქოცებს, ნებისმიერ დანიშვნაზე – ხან პროკურატურაში, ხან მაჟორიტარად კენჭისყრაზე საგარეჯოში. ჩემზე წერდა სიბინძურეებს, “ტაკოში ირტყამს” და მსგავს ქოც-ტროლუტ-სუსურ ტექსტებს სოც ქსელში. მიუხედავად ამისა, ისეთი ტუპოია, ქოცებმაც კი არ შეიტენეს. ბოლო პროცესი როდის ქონდა და ბოლო კლიენტი როდის ყავდა, თვითონაც არ ახსოვს, წლებია ღვინოს წურავს საგარეჯოში.

მოკლედ ყველაფერზე წამსვლელი, ერთი შეუმდგარი კაცია და ნულოვანი კომპეტენციის ადვოკატი. სუსთან შეკრული იყო მუდამ და ასეთივე “დამოუკიდებელი ექსპერტები” აუყვანა ამ საქმეშიც ოჯახს. მიუხედავად ამისა, აზრად არ მომსვლია, მასზე ან რამე მეთქვა, ან ის მეგულისხმა, რაც თვითონ ჩათვალა, რომ მას ეხება (რაც უკვე საეჭვოა). ბიძაშვილისშვილის ცხედრით ვაჭრობას მისნაირ ამორალურ ხამსაც კი ვერ დავაბრალებ.

რაც შეეხება ოჯახის რეაქციას: ნიკოლაძე ტყუის და ზოგადად სულ სპეკულირებს, თითქოს გამოხატავს ოჯახის პიზიციას. ამას გარდა, ასევ ატყუებს ოჯახს, როცა არწმუნებს, რომ საქმე გახსნილია. მანვე დაარწმუნა ოჯახი, ცხედარი არ ენახათ, შესაბამისად არ ცოდნოდათ რა ტრამვები აქვს მიყენებული. ისვე გვარწმუნებს, რომ ცხედარს დაზიანებები არა აქვს, რაც ასევე ტყუილია. ისვე ამტკიცებს, რომ ფეხის დაცდენის და დახრჩობის ვერსია სარწმუნოა – რაც სრული ბოდვაა. ისვე არწმუნებდა ოჯახს, რომ დღეში ათი მესიჯი მისდის შსს მინისტრისგან და გენპროკურორისგან, და ყველაფერი სწორად მიდის საქმეში.

ამ ოჯახს სხვა ნათესავებიც ყავთ და მათგანაც ვიგებთ ამბებს, ბატონო ნიკოლაძე. თუ მართლა დავალებას არ ასრულებთ და მართლა ტრაგედიით მოვაჭრე არ ხართ (რასაც თქვენზეც კი ვერ დავიჯერებ), ბოდიში მოიხადეთ თქვენი სამარცხვინო სტატუსისთვის, რომელიც ეყრდნობა თქვენსავე აბსურდულ დასკვნას, თითქოს თქვენ გიგულისხმეთ რამეში (ისე, ფრიად უცნაური კია, რატომ დაინახეთ საკუთარი თავი) და საერთოდ: ამ მგლოვიარე კაცს, ამ სისულეების წერისთვის რომ გცალიათ, უკვე გულისამრევია, და საეჭვოც, იმავდროულად.

კაცს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავის საქმეზე შეუსაბამობების აღმოჩენა და შეკითხვების დასმა რომ ანერვიულებს და აღიზიანებს, ის ან დებილია, ან გიჟია, ან ცხედრით მოვაჭრე. თვითონ აირჩიეთ ახლა, რომელი ხართ და კვლავ გირჩევთ, ბოდიში მოიხადეთ.

და ბოლოს – პატივს ვცემ თქვენს ემოციას, მაგრამ სრულიად ფეხებზე მკიდია თქვენი პოზიცია. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ოჯახის თანადგომაც არ გვითხოვია, მათ თავისი ყოფნით. ამას გარდა, დამნაშავეებზე ხელის დაფარებაა ჩვენი ძირითადი ინტერესი და ეს სახელმწიფოს დანაშაულზე გადის და აქ ვერავის, ვერც დაზარალებულების აზრი ვერ იქნება გადამწყვეტი. ბავშვი მოკლეს, ხელისუფლება მკვლელებს ხელს აფარებს – სიმართლე ესაა და არა ის, რა სისულელეებსაც თქვენ ყვებით ეთერიდან ეთერში. იმის მაგივრად, მადლობა გვითხრათ, რომ საქმის შეუსაბამობებს ვიკვლევთ, გულისამრევ პასკვილებს გვიძღვნით. გრცხვენოდეთ!”

Share.