“პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში”, გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილისოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საქმის თაობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახის გამოძიებისადმი უნდობლობა გამოწვეულია გოგონას 5-დღიანი ძებნის პერიოდით, რადგან ოჯახი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინეს.
„ეს დაკავშირებულია ასევე სამართალდამცველების არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან, რაც მათ ოჯახთან და გოგონას მამასთან ურთიერთობისას გამოიჩინეს. იყო უხეში გაფრთხილებები, თითქოს მუქარა, – შენი გოგო შარშია და შენც არაფერში გაეხვიოო. სამართალდამცავი კანონს უნდა იცავდეს და არა – არღვევდეს. არ უნდა ევაჭრებოდეს ოჯახს, – მიტინგებს და აქციებს ხომ არ მოაწყობო. ვაჭრობას და მუქრას ჰგავდა მათი საქციელი, ამიტომ გაუჩნდა ოჯახს უნდობლობა და პროტესტი. ვნახოთ, გამოძიება როგორ იმოქმედებს, არავის მივცემთ გაყალბების უფლებას, ვისთანაც არ უნდა მიდიოდეს ეს გზა… თვითმკვლელობა არ ნიშნავს მხოლოდ პირად ცხოვრებას, ამიტომ ყველაფერს განვიხილავთ, შეიძლება ვინმემ იფიქროს მხოლოდ ის, რომ ამის განმაპირობებელი პირადი ცხოვრება ან სასიყვარულო ურთიერთობა გამხდარიყო. მაგრამ ასე არ არის…:
ადვოკატის თქმით, ოჯახმა კი იცოდა, სადაც მუშაობდა გოგონა, მაგრამ არ იცოდნენ, რა საქმეს აკეთებდა სამსახურში.