28 წლის შორენა ონიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ნაადრევად ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.“მწარე რეალობას ვერ გავექეცით, შორენა ონიანი გარდაიცვალა… გისამძიმრებ საქართველო…” – წერს “სვანეთინიუსი”.
მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. შორენა ტრაპიზონის კლინიკაში გარდაიცვალა.