“შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია..” – ნახეთ კვარაცხელია ალმოდებული ფიალებით ნიცას უმღერის, ქორწილის ახალი კადრები

0

წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია. სპორტული წარმატების გარდა, მიზეზი, პირადი ცხოვრებაცაა.
16 ოქტომბერს, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა რჩეულმა, ნიცა თავაძემ ჯერ ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი, შემდეგ კი მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს რესტორან ფუნიკულიორში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩასა და ნიცას ქორწილს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ნაპოლის თავდამსხმელისა და მისი 21 წლის, უმშვენიერეს რჩეულის ქორწილს იტალიური მედიაც გამოეხმაურა.წყვილმა ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში, ახლო ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში გადაიხადა. წყეულებაზე ნიცამ და ხვიჩამ ცეკვაც შეასრულეს, იმღერეს და სადღესასწაულო ტორტიც გაჭრეს. ახლახან ახალი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ უმღერის ნიცას ხვიჩა ალმოდებული ფიალებით ხელში სიმღერას „შენ და­გე­ძებ დი­ლაა თუ ბინ­დია“.

Share.