დოკუგან გიუნგორი თურქული სერიალის “შერბეთის” ერთ-ერთი მთავარი გმირია.
მსახიობი 1996 წლის პირველ ივლისს თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში დაიბადა.
2017 წელს ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში და სპექტაკლებში არაერთი როლი მიიღო.
მისი ნიჭი მალე შეამჩნიეს რეჟისორებმა და სერიალში მთავარი როლიც მისცეს.
თურქული პრესა მის პირად ცხოვრებაზე ბევრ ჭორს ავრცელებს, თუმცა როგორც ცნობილია ამ ეტაპზე მსახიობი მარტოა.
დღეს-დღეისობით გიუნგორი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა და არაერთი რეჟისორის ყურადღებაც მიიპყრო.