“შესაძლოა ეს ბოლო ღამეა, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!” – რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი

0

უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“შესაძლოა ეს იყოს ბოლო ღამე, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!” – ამ სიტყვებით მიმართა ცოტა ხნის წინ ვოლოდიმიერ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოკონფერენციისას.

“ჩვენ აქ ვართ, ჩვენ კიევში ვართ… ჩვენ ვიცავთ უკრაინას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
გავრცელებულ ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩანან ქვეყნის პრემიერმინისტრი, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას უარყო რუსი პროპაგანდისტების დეზინფორმაცია, ქალაქიდან მისი სავარაუდო გაქცევის შესახებ.

Share.