“შეუძლებელია ცრემლის გარეშე უყურო, შენ ხარ ზუსტად კაცის ბატონი..” – ნახეთ რას წერს დიანა ტრაპაიძე

0

ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ტელევიზიაში მისი დაბრუნების ვიდეოს ემოციურად ეხმაურება:
“ამის უცრემლოდ ყურება შეუძლებელია. ნიკას დაბრუნებას გაუმარჯოს! გვიყვარხარ ნიკოლოზ!”- წერს ტრაპაიძე და იქვე, კომენტარებში დაშძენს: “ნიკა, დედაჩემი ასე ამბობს შენზე – კაცის ბატონიაო.

შენ რომ იცოდე აჭარაში ეს რამხელა რამეს ნიშნავს – შენ ხარ ზუსტად კაცის ბატონი”, – წერს ტრაპაიძე.
ცნობისთვის, ნიკოლოზ წულუკიძეს მცირეწლოვანი შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. ტელეწამყვანი ტრაგედიის შემდეგ, ეთერში დღეს პირველად გამოჩნდა.

Share.